- ლტოლვილი
- • ლტოლვილად პირი ითვლება მხოლოდ მაშინ თუ იგი გადაკვეთს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს და შემწეობისა და მფარველობისათვის მიმართავს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას. ლტოლვილად ჩაითვლება აგრეთვე ყველა პირი, რომელიც აგრესიის, უცხოური ოკუპაციის, უცხოური დომინაციის ან მისი წარმოშობის ან ეროვნების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის ნაწილში საჯარო წესრიგის სერიოზულად ხელმყოფი მოვლენების გამო იძულებულია დატოვოს თავისი საცხოვრებელი და თავშესაფარი ეძიოს თავისი წარმოშობის ან ეროვნების ქვეყნის გარეთSource: პაპუაშვილი გიორგი. ქონების რესტიტუციის საკითხი საქართველოში ორიბლემები და პერსპექტივები // ალმანახი №4 [ჰუმანიტარული სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1998• როგორც ეს მეორე მსოფლიო ომმა დაგვანახა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაუცველობა უმეტესად გამოიხატება მათი უფლებების ხშირი უგულვებელყოფით. ვინაიდან ლტოლვილები გადადიან სახელმწიფო საზღვრებზე, სწორედ ამიტომაა აუცილებელი საერთაშორისო ხასიათის ზომების მიღება. 1951 წელს გაერო-მ მიიღო კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. თუმცა დოკუმენტი შეიქმნა მხოლოდ ევროპის ტერიტორიაზე მოსახლეობის გადაადგილების საპასუხოდ, მისი სფერო ამჟამად გაფართოვდა როგორც გეოგრაფიულად, ისე დროში და მოიცვა ყველა ლტოლვილი. სამწუხაროდ, ისტორია ადასტურებს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სულ უფრო მზარდი რაოდენობის დაუცველობას. 1951 წელს მიღებული უფლებათა განმტკიცებული კოდექსი კვლავაც მთავარ დოკუმენტად რჩება ლტოლვილებისთვის.Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
Georgian encyclopedia. 2013.